ნაცრისფერი სოფლის ფერადი დინების შემქნელი

ვინ იცის, ისიც ერთი ჩვეულებრივი ტრეინინგი იქნებოდა, რომ არ გამეცნო ქეთევან ხიდაშელი – ქალი აწეული წარბებით, რომლის მიღმაც ღრმა, სევდიანი  თვალები უფრო შესამჩნევი იყო, მუდამ რაღაცის სათქმელად მომზადებული ტუჩებით, ინტერეს-გადაყლაპული გამომეტყველებით, უბრალო, შავი ტანსაცმლით შემოსილი და სადად შეკრული თმით.  იქნებ, ერთი შეხედვით, განსაკუთრებულ ისტორიას ვერ გამოხატავს მისი გარეketi3ვარი ვალდებულებაა, რომ მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია თქვენც გითხრათ და თქვენც გეიმედებოდეთ ჩვენს ქვეყანაში, თანაც სოფელში, მართალი, საქმის მკეთებელი ქალი.  იგი გურიაში, სოფელ დვაბზუში (ოზურგეთის რ-ნი), ცხოვრობს, მე –  ქიზიყში, მაგრამ იგი კარგ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში მეგზურობას მიწევს.

როგორც CV-ში ითხოვენ, მშრალად და პლასმასურად რომ ვთქვათ, ქეთევან ხიდაშელი ხელმძღვანელია ორგანიზაციისა „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ და მოწყვლად ჯგუფებთან (ძალადობის მხვერპლი ქალები, ხანდაზმულები, ბავშვები, შშმ პირები და მათი მშობლები) მუშაობს.

სინამდვილეში, ქეთის ამბავი მრავალშრიანი და მრავალფეროვანია. ის გურიის ერთ ჩვეულებრივ, ნაცრისფერ სოფელ დვაბზუში ცხოვრობს. გაუსაძლისმა გარემომ და იქ არსებულმა ელემენტარულმა ყოფითმა პრობლემებმა იგი თავისთავად აქცია სამოქალაქო აქტივისტად. სოფელში მოღვაწეობა იმ ხალხთან ერთად, რომელთა უმრავლესობასაც საარსებო მინიმუმისთვის უწევს ყოველდღიური ბრძოლა, ადვილი არ აღმოჩნდა, დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე ეთანამშრომლათ ერთმანეთთან, ხელისუფლებასთან… კომფორტული სოფლის შესაქმენლად. შვიდწლიანმა გამოცდილებამ უჩვენა, რომ ახალგაზრდებთან მუშაობას მეტი შედეგი მოაქვს. ამიტომ ახლა ქეთევანი ახალგაზრდებსაც ეხმარება განვითარებაში ცვლილებების მისაღწევად.  ჩამოაყალიბეს მოხალისეთა ჯგუფი, რომლებიც მარტოხელა მოხუცებთან დადიან და დახმარებას სთავაზობენ სხვადასხვა საქმეში, თუმცა მარტოხელა მოხუცებს მიშველებაზე მეტად უბრალოდ, ახალგაზრდების ყურადღება, საუბარი სჭირდებათ.  გასულ წელს, მოხუცებთან ერთად სპორტისა და ახლაგაზრდობის სამინისტრომაც დაუფასა ადგილობრივ ახალგაზრდობას ენთუზიაზმი  და საქართველოს  წლის მოხალისედ  დვაბზუელი ახალგაზრდა – რომან კალანდაძე დაასახელა.

არც ქეთევანი იშურებს მცდელობებს მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობას: აკეთოს თვითონ და სხვებსაც სთხოვოს ოჯახისა და სახელმწიფოსგან გარიყული, დაუცველი, სოფლად მცხოვრები ქალების დახმარება: რკინის ქალამნებს იცვამს, როცა სოფლად ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და მათ შვილებს დახმარება სჭირდებათ. ამას არც გმირის ტიტულისთვის აკეთებს, არც ბრჭყვიალა პოპულარობისთვის. უბრალოდ სჯერა, რომ სხვა გზა არც არის… 51 წლის ასაკში სოციალურ ქსელთა გამოყენებაც აქტიურად ისწავლა, რამეთუ დვაბზუდან მთელ საქართველოს ხმა უკეთ მიაწვდინოს და თანასოფლელებსაც მარტივად დაეხმაროს. ამას ერთი ისტორიაც ცხადყოფს, რასაც თვითონვე  გვიყვება:

გვქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც ექვსი თვის ორსულმა ქალბატონმა ორი მცირეწლოვანი ბავშვით მოგვაკითხა; იგი მსხვეპრლი იყო, რომელსაც ქმრის ოჯახი დაატოვებინეს, ეროვნებით – რუსი, აღმოჩნდა ღია ცის ქვეშ, უკიდურეს მდგომარეობაში, შეშინებული, დათრგუნული. სახელმწიფოს მხრიდან ამგვარ შემთხვევებში მყისიერი რეაგირება ვერ ხერხდება, სოციალური სააგენტოს რეგულაციები საკმაო დროს მოითხოვს და ხშირად ნახევარი წელიც სჭირდება იმისთვის, რომ დახმარება გაეწიოს მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილს. ისღა დაგვრჩა, დავწერეთ სოციალურ ქსელში და კეთილ, გულისხმიერ მეგობრებს ვთხოვე დახმარება. შედეგმაც არ დააყოვნა: ჩვენი მსხვერპლისთვის  მოვახრეხეთ ყველაფრის გაკეთება, დავუქირავეთ ბინა, რეგულარულად დაგვყავდა ექიმთან, ვყიდულობდით საკვებს, ამავდროულად მოვუგვარეთ სოციალურ სააგენტოსთან საჭირო დოკუმენტაცია. დღეს იგი მესამე შვილის დედაა, ცხოვრობს მშვიდად, სახელმწიფოსაგან იღებს შემწოებას, ახალშობილი ბავშვის კვების ვაუჩერს და მესამე შვილის დახმარებას“.

ის, რომ დღემდე ქეთევანისა და მისი ოჯახის სახლი გამოიყენება ორგანიზაციის მომსახურების ცენტრად, დიდად არ აბრკოლებს მათ საქმიანობას, პირიქით, მისი 2 შვილი – ქრისტინე და გიორგიც – სამოქალაქო აქტივისტებად იზრდებიან. მას ოჯახის მიღმაც ჰყავს თანამოაზრენი და ყოველწლიურად უფრო ძლიერდებიან. მოხალისეთა კლუბში უკვე მესამე თაობა ჰყავთ. არ წუწუნებს, რომ  ახალგაზრდობა მათგან დედაქალაქში მიედინება; პირიქით, ეს დამატებით მოტივაციას აძლევს, სოფლეში შექმნას უკეთესი გარემო, სამუშაო ადგილები, რომ ახალგაზრდებს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დვაბზუში დაბრუნების სურვილი ჰქონდეთ.

ახლა, როცა მე კლავიატურაზე ვაწკაპუნებ,  ქეთევანი კვლავ მუშაობს გურიაში ქალთა გაძლიერიბისთვის. მას სჯერა, რომ ქალებთან მათი უფლებების შესახებ შეხვედრები, სემინარები, სწავლებანი… მყისიერ შედეგს არ იძლევა, თუმცა თუ თავად ვეღარ შეძლებენ, რომ საკუთარ თავში იპოვონ ძალა და შეიცვალონ, იმას მაინც მიაღწევენ, რომ მათი შვილები იყვნენ მეტად გარკვეულები თავიანთ უფლებებში. ქეთევანი ფიქრობს: „ქალს სოფლად საზოგადოება უნდა დაეხმაროს, შემცირდეს სტერეოტიპები მისი როლის მიმართ. თითქოს ერი და ბერი შევთანხმდით, რომ ქალი ადამიანია პირველ რიგში და მერე – ქალი, მაგრამ აქვთ ცვლილების შიში, უნდათ ცვლილება, მაგრამ სწავლა – არა, სურთ ცვლილება, თუმცა სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეჭიდებიან ნეგატიურ სტერეოტიპებს…

keti1ამიერიდან თქვენ უკვე იცით, რომ იგი იმდენად ბევრს შრომობს, რომ მე ზოგჯერ მიკვირს 2 ხელი, 2 ფეხი  და ერთი თავი საკმარისი როგორაა მისი აქტიურობისთვის, მაგრამ არის საქმეებიც, რის განხორციელებაც ვერ მოასწრო, თან მგონია, ამ მოუსწრებელ საქმეებში  ჩვენი დახმარებაც  სჭირდება.  „მინდა ხანდაზმული ადამიანებს ვაგრძნობინო, რომ ისინი გვჭირდებიან. მინდა, მათთვის ერთი პროექტი მაინც გავაკეთო, თუნდაც მოხალისეობრივი. მივაკითხო მათ მანქანით, გადავუხადო ჩვენს ცენტრში დაბადების დღე, ვაჩვენო მათი ფოტოალბომის სლაიდშოუ, დავუპატიჟო მისი მეგობრები, თუნდაც ერთი დღე გავულამაზო. დავიწყე კიდევაც ხანდაზმული ადამიანების ჩაწერა, ვაყოლებ მათ თავიანთი ახალგაზრდობის ისტორიებს, რა უჭირდათ, რა ახარებდათ, როცა ამას ვიწერ , ვხედავ მათ თვალებში ჩამდგარ სიხარულის და ბედნიერების სხივს.

რკინისქალამნიანი ქეთევანიც ჩამომსხვრეულა საქმისგან მიღებული იმედგაცრუებებით, მაგრამ იცის, გულის საქმე აქვს ნაპოვნი და ხელის გასაშვებად არ უღირს. „მიტირია კიდეც გადაღლილობის და უმწეობისა გამო, მაგრამ ვიცი, რომ მე მათ ვჭირდები, მე ვჭირდები ჩემს სოფელს, ჩემი იმედი აქვთ. ხშირად ისიც კი მიფიქრია, რატომ ვიღებ თავზე ამდენს? ხომ შეიძლება მეც ჩვეულებრივად ვაკეთო საქმე ისე, როგორც სხვები აკეთებენ და მერე საღამოს მშვიდად დავიძინო-მეთქი?! მაგრამ მე ამ საქმით ვცხოვრობ, დღედაღამ ამ საქმეზე ვფიქრობ.

/ნანა ბაგალიშვილი/

Leave a comment